მადრიდის „ატლეტიკოს“, „ლივერპულის“, „ჩელსისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. კარიერის დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს, „ელ ნინიო“ ვარჯიშის ახალ ეტაპზე გადავიდა.
ის გამოჩნდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ აზიაში ცნობილი ბრენდის AW8-ის ელჩი გახდა. სწორედ ვიდეოში ჩანს, მისი ფიზიკური ტრანსფორმაცია და ახლა ის უფრო ჰალკს ჰგავს, ვიდრე იმ ტორესს, რომელსაც მინდორზე ვხედავდით.