სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:57 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ანიელის ტურინში ესტუმრა და სუპერლიგის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ტურინში ჩავიდა და „იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის შეხვდა. იტალიური მედიის ცნობით, „სამეფო კლუბისა“ და „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელების შეხვედრა ანიელის ოფისში შედგა და 3 საათს გაგრძელდა.

როგორც ცნობილი გახდა, პირველი სასაუბრო საკითხი სპორტული პოლიტიკა გახლდათ, რაც ევროპის სუპერლიგის შექმნას უკავშირდება. ახალი ტურნირი, რომლის წინააღმდეგ უეფა გამოდის. თუმცა, ევროპული გრანდები სუპერლიგის შექნის მომხრეები არიან ფინანსური შემოსავლების გაზრდის მოტივით.

მოგეხსენებათ, ანიელი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტია (ECA), პერესი კი სუპერლიგის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. შეხვედრის სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია. გარდა ამისა, იტალიური მედია არ გამორიცხავს, რომ ანიელიმ და პერესმა სატრანსფერო თემებზეც ისაუბრეს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122677