ისტორია

9:50 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

20 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1936 – დაიბადა შოთა ლომიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 1971). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 1969). 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი (97 კგ წონითი კატეგორია). ტურნირის მსვლელობისას, აშკარა უპირატესობით აჯობა ჰაინტ კილს (გფრ), მეორე წრეში ქულებით მოუგო მოსლემ ესკანდერს (ირანი), ქულებით დაამარცხა იოჟეფ ჩატარი (უნგრეთი), ხოლო ორ დასკვნით პაექრობაში ფრედ დაასრულა ორთაბრძოლა საიდ მუსტაფოვთან (ბულგარეთი) და აჰმედ აიკთან (თურქეთი). შოთა ლომიძე საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონია, ხოლო 1967 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. შოთა ლომიძე მონაწილეობდა ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზეც (მეცხრე ადგილი). 1967 და 1971 წლებში გახდა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში. შოთა ლომიძე 1993 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892 – აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში, პირველი ოფიციალური მატჩი ჩატარდა კალათბურთში.

1910 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, ”ოტავა სენატორზმა” ორი მატჩის ჯამში ”ედმონტონი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა. იმ წელს, სტენლის თასი ორჯერ გათამაშდა.

1929 – ინგლისის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მატჩში, ”შეფილდ იუნაიტედმა” თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით განიცადა მარცხი. შეფილდელებს ”ბარნლიმ” 10:0 მოუგო.

1968 – აშშ-ის საუვენირსიტეტო-საკალათბურთო ჩემპიონატში (NCAA), ”ჰიუსტონმა” UCLA-ს 71:69 სძლია, რითაც ამ უკანასკნელის ზედიზედ მოპოვებული 47 მატჩიანი მოგებების მწკრივი შეწყვიტა.

1970 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL), ”ყველა ვარსკვლავის” რიგით მე-20 შეხვედრა ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 4:1 მოუგო. შეხვედრა სენტ ლუისში გაიმართა.

1970 – სათამაშო აპარატზე სუპერმძიმეწონოსან მოკრივეთა, როკი მარჩიანოსა და მუჰამედ ალის ორთაბრძოლა გაიმართა.

1971 – ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მოციგურავემ, არდ სხენკმა, 1000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:18.8).

1974 – აშშ-ის საუვენირსიტეტო-საკალათბურთო ლიგაში (NCAA), ესექსის გუნდმა ინგლვუდის სასწავლებლის წარმომადგენლებს 210:67 სძლია.

1974 – ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში, აღმოსავლეთმა დასავლეთს 128:112 მოუგო. შეხვედრა ვირჯინიაში გაიმართა.

1980 – აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ქვეყნის სპორტსმენები, მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. ამის გამო, საოლიმპიადო თემაზე გამზადებულმა ჟურნალმა ”ამერიკამ”, ”დღის სინათლე” ვერ იხილა.

1985 – 16 წლის ასაკში, “მილანის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა პაოლო მალდინის. იმ დღეს, მილანელები “უდინეზეს” შეხვდნენ.

1988 – გერმანელმა მოციგურავე ანდრე ჰოფმანმა, 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:52.06).

1995 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) გაფიცვის შეწყვეტის შემდეგ, რეგულარული ჩემპიონატი დაიწყო.

1996 – ჰოკეის ეროვნული ლიგის რიგით 46-ე ”ყველა ვარსკვლავის” მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 5:4 სძლია. შეხვედრა ბოსტონის Fleet Center-ში გაიმართა.

2004 – დსთ-ის თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე მატჩში, თბილისისდინამომყაზახეთისჩემპიონპავლოდარისირტიშს” 5:3 მოუგო. ქართველთაგან გოლები ვიტალი დარასელიამ, გიორგიანჩაბაძემ, რატიალექსიძემ, ლადო ბურდულმა და გიორგი შაშიაშვილმა გაიტანეს. ”დინამო” (გუნდს ივოშუშაკიწვრთნიდა): გვარამაძე (მამალაძე), ახალაია (ხმალაძე), შაშიაშვილი, კანდელაკი(წერეთელი), კვირკველია (.ჩიტაია), ბურდული, გოგობერიშვილი, დარასელია (სახვაძე, ანჩაბაძე), ალექსიძე, მელქაძე (ბობოხიძე).

2004 – თბილისისდინამოსხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა, სადილზედაგვიანებისგამო,დსთ-ის ჩემპიონთა თასის ტურნირიდან ალექსანდრე იაშვილი დაითხოვა.

2005 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა, ტრეისი მაკგრეიდიმ, მშობლიური ”მეჯიკიდან” წასვლის შემდეგ, პირველად იასპარეზა ორლანდოში. მაკგრეიდიმ ”ჰიუსტონ როკითსის” შემადგენლობაში 27 ქულა ჩაუგდო ყოფილ თანაგუნდელებს, მატჩი კი ტეხასელებმა 108:99 მოიგეს.

2005 – ესპანური პრიმერა დივიზიონის ”ბარსელონამ”, იტალიელი დემეტრიო ალბერტინი და არგენტინელი მაქსი ლოპესი შეიძინა.

2006 – ეგვიპტეში სტარტი აიღო ფეხბურთში აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებამ.

2008 – თანამეგობრობის თასზე, რუსთავის “ოლიმპმა” მეორე მატჩიც მოიგო. გუნდმა ყირგიზულ “დორდოი-დინამოს” 3:2 სძლია.

2008 – საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, ლუქსემბურგი 28:27 დაამარცხა და “ჩელენჯ ტროფის” თასი მოიპოვა.

2010 - პროფესიონალ მოკრივეთა WBO ასოციაციის ვერსიით, საშუალო წონით კატეგორიაში, ფილიპინელმა მენი პაკიაომ, დალასში გამართულ ორთაბრძოლაში, მეექვსე რაუნდში ნოკაუტით სძლია ჯოშუა კლოტის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ამ დღეს დაიბადნენ

1874 – სტივ ბლუმერი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. ფორვარდი. გამოდიოდა “დერბი ქაუნთისა” და “მიდლსბროში”. ინგლისის ექვსგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 5-ჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ინგლისის პირველობების 536 მატჩში, გაიტანა 317 გოლი. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 23 შეხვედრა, გაიტანა 28 გოლი. წვრთნიდა “დერბი ქაუნთის”. სტივ ბლუმერი 1938 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა.

1911 – ალფრედო ფონი. იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონი.

1916 – პიეტრო რავა. იტალიის ნაკრებისა და “იუვენტუსის” მცველი. ტურინელთა რიგებში ჩაატარა 316 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონი.

1930 – ივან ტრეგუბოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1936 – შოთა ლომიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 1971).ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 1969). 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლისმედალი (97 კგწონითი კატეგორია). ტურნირის მსვლელობისას, აშკარა უპირატესობით აჯობა ჰაინტ კილს(გფრ), მეორეწრეში ქულებით მოუგო მოსლემ ესკანდერს (ირანი), ქულებით დაამარცხა იოჟეფ ჩატარი(უნგრეთი), ხოლოორ დასკვნით პაექრობაში ფრედ დაასრულა ორთაბრძოლა საიდ მუსტაფოვთან(ბულგარეთი) დააჰმედაიკთან (თურქეთი). შოთა ლომიძე საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონია, ხოლო1967 წელს, მსოფლიოსჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. შოთა ლომიძე მონაწილეობდა ტოკიოს1964 წლისოლიმპიადაზეც (მეცხრე ადგილი). 1967 და 1971 წლებში გახდა საკავშირო სპარტაკიადისჩემპიონიპირადდა გუნდურ ჩათვლაში. შოთა ლომიძე 1993 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა.

1940 – კეროლ ჰეის ჯენკინსი. ამერიკელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1960 წლის თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1944 – ისაო ოკანო. იაპონელი ძიუდოისტი. საშუალო წონით კატეგორიაში 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1952 – რაიმონ დომენეკი. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მოქმედი მწვრთნელი. 2006 წლის მუნდიალზე, სამფეროვნები ფინალში გაიყვანა. ფეხბურთელობისას ამპლუით მცველი გახლდათ და “სტრასბურის” ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებშია შეყვანილი.

1952 – იური პავლოვი. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრებისა და ლენინგრადის ”სპარტაკის” ფორვარდი (200 სმ). 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1975 წელს, თანაგუნდელებთან ერთად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული.

1953 – ჯონი რობერტსონი. ინგლისის ნაკრებისა და “ნოტინგემ ფორესტის” ფორვარდი. 1979 და 1980 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. 1978 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 28 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.

1956 – ჯონ ფილიპე ნაბერი. ამერიკელი მოცურავე. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ოთხი და ვერცხლის ერთი მედალი.

1970 – დენის ჰულსჰოფი. ჰოლანდიის ნაკრებისა და ”გოუ ეჰედ იგლზის” ფეხბურთელი.

1973 – ჯალენ როუზი. ”ტორონტო რეპტორზის” კალათბურთელი. მამამისი, ჯიმი უოლკერი, ასევე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშე იყო.

1974 – ლევან ხომერიკი. ბათუმისა და თბილისისდინამოს”, შვეიცარიისარაუსფორვარდი.თბილისელთარიგებში 1996, 1997 და 1998 წლებში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, ხოლო1996 და 1997წლებშიეროვნული თასი. საქართველოს თასი ლევან ხომერიკს მოპოვებული აქვს ბათუმელთაგუნდშიასპარეზობისდროსაც.

1975 – აირა ნიუბლი. ”კლივლენდ კავალიერზის” ფორვარდი (201 სმ).

1977 – ილია ზედგინიძე. ქართველი რაგბისტი. 2001, 2007-08 და 2009 წლების ერთა თასის მფლობელი. 2001წელს, 5 თამაშში 4 ლელო დადო, 2009-ში კი, 14 თებერვალს, პორტუგალისთანბორჯღალოსნებსგადამწყვეტი ქულები მოუპოვა. 2003 და 2007 წლების მსოფლიოს თასის მონაწილე. 2007 წლის მსოფლიოსთასზე იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულიაქვს 58 მატჩი (33კაპიტნად), რომლებშიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 75 ქულა (15 ლელო) მოუპოვა. ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა.

1981 – ჯეისონ რიჩარდსონი. ”გოლდენ სთეით უორიორზის” მსროლელი (198 სმ).

1981 – ოუენ ჰარგრივზი. ინგლისის ნაკრების, “ბაიერნისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. ორივე გუნდის შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩატარებული აქვს 42 მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1983 – 49 წლის ასაკში გარინჩა გარდაიცვალა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1958, 1962). 1962 წლის მუნდიალზე, 4 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. გარინჩას ეკუთვნის ერთი ფენომენალური შედეგი. მან 60-ჯერ დაიცვა ბრაზილიის ნაკრების რიგები და ამ შეხვედრებში, დღევანდელი პენტაკამპეონები ერთადერთხელ დამარცხდნენ.

1984 – 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯონი ვაისმიულერი. ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე და მსახიობი. ვაისმიულერი დაიბადა ავსტრო-უნგრეთში, შვიდი წლისა კი, ოჯახთან ერთად აშშ-ში გადასახლდა. ამ ქვეყნის სახელით ორ ოლიმპიადაზე (1924, 1928) იასპარეზა და ხუთ ოქროს მედალთან ერთად, ერთი ბრინჯაოც მოიპოვა. ვაისმიულერს მსოფლიოს 26 რეკორდი აქვს დამყარებული და აშშ-ის ჩემპიონი 25-ჯერ გახდა. ჯონი ვაისმიულერი საცურაო ასპარეზიდან დაუმარცხებელი წავიდა.

1991 – გარდაიცვალა საჩოგბურთო პრომოუთერი, ბილ რიორდინი. ჯიმი კონორსის ყოფილი მენეჯერი.

0.114572