ფეხბურთი

0:34 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "კრიტიკა ჩვენს მუშაობაზე გავლენას ვერ მოახდენს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იმ კრიტიკას უპასუხა, რომელიც მისი და გუნდის მიმართ ბოლო დროს ისმის. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ეს კრიტიკა მათ მუშაობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„კრიტიკა ყოველთვის იქნება. საქმე მხოლოდ გამარჯვებებს არ ეხება. კლუბში არა მხოლოდ მწვრთნელები, არამედ მრავალი სხვა ადამიანი მუშაობს. რა თქმა უნდა, გვინდა გამარჯვება, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კრიტიკა გავლენას არ მოახდენს ჩემს მუშაობაზე. მადრიდის „რეალს“ ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ წარუმატებლობაზე ყოველთვის ვახდენთ რეაგირებას. ვცდილობთ არსებული ვითარების შეცვლას“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბილბაოსთან“ დამარცხდა (1:2), ლა ლიგაში კი მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109892