„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასზე ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება და მატჩის წინ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრესკონფერენცია გამართა. გატუზო პირველად დაუპირისპირდება მწვრთნელის რანგში ანდრეა პირლოს, რაც მატჩის წინ ინტრიგას ზრდის.
„იმედი მაქვს, რომ მახეში არ აღმოვჩნდებით და არ ვიფიქრებთ, რომ „იუვეს“ პრობლემები აქვს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, „იუვეს“ წარმოუდგენელი შემადგენლობა ჰყავს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი კრიზისში არიან. იმის გამო, რომ „ინტერთან“ წააგო მარტივ გასეირნებას არ უნდა ველოდოთ. „იუვეს“ სისხლის სუნი არ ექნება, მეტოქეს პატივი უნდა უნდა ვცეთ, რადგან დიდი მენტალიტეტი აქვს. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
პირლო? ჩემთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მეც ვეხმარებოდი. ერთად თამაში იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში დავიწყეთ. ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ის დაიბადა, როგორც 10 ნომერი და შემდეგ უკან დაიხია. ჩვენს შორის დიდი მეგობრობაა, ბევრი რამ გავიზიარეთ მოედანზე. იმედი მაქვს, ხვალ მის დამწუხრებას შევძლებ, მაგრამ საუკეთესომ გაიმარჯვოს, ის ყოველთვის დიდ მეგობრად დარჩება. მან სახეში ჩემგან უფრო მეტი დარტყმა მიიღო, ვიდრე მამამისისგან, ჩვენ გასახდელში ბად სპენსერსა და ტერენს ჰილს ვგავდით“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 20 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.