ტურინის „იუვენტუსის“ საკადრო პრობლემები გრძელდება. იტალიის სუპერთასზე „ნაპოლისთან“ თურქი მცველი მერიჰ დემირალი ვერ ითამაშებს. მას კუნთის პრობლემები აქვს და სამატჩო განაცხადში არ შეიყვანეს.
„იუვეს“ ტრავმის გამო პაულო დიბალაც აკლია, ხოლო კორონავირუსი მატიას დე ლიხს, ხუან კუადრადოს და ალექს სანდროს აქვთ. ცხადია, ანდრეა პირლოსთვის ეს უდიდესი დანაკლისია.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის მატჩში „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ 20 იანვარს დაუპირისპირდებიან.