ფეხბურთი

18:03 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის დისკვალიფიკაციის ვადა ცნობილია

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ორ მატჩს გამოტოვებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ასეთია - ორმატჩიანი დისკვალიფაცია.

მესიმ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბილბაოს“ ფეხბურთელს ასიერ ვილალიბრეს თავში ხელი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო („ბარსელონაში“ პირველად). მას უფრო სერიოზული სანქცია ემუქრებოდა, მაგრამ საბოლოოდ ორი მატჩით დასაჯეს.

მესი ესპანეთის თასზე „კორნელიასთან“ და ლა ლიგაში „ელჩესთან“ ვერ ითამაშებს, ხოლო 31 იანვარს, ლა ლიგის ეგიდით „ბილბაოსთან“ მატჩში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „ბილბაოსთან“ ესპანეთის სუპერთასზე დამატებით დროში 2:3 წააგო.

0.10269