კალათბურთი

17:20 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი 27 იანვარს დაიწყება

2021 წლის საქართველოს თასის გათამაშება 27 იანვარს დაიწყება, სადაც 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – 11 სუპერლიგის და 5 “ა” ლიგის წარმომადგენელი.

ლიმპიურ სასახლეში გამართული კენჭისყრა შემდეგი პრინციპით ჩატარდა:

მონაწილე გუნდები 4 კალათაში განითესა. პირველ კალათაში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის მიხედვით, 5 საუკეთესო გუნდი მოხვდა, რომლებიც კენჭისყრის შედეგად მერვედფინალში მე-4 კალათის წარმომადგენლებს – “ა” ლიგის წევრებს დაუწყვილდნენ. მეორე და მესამე კალათებში სუპერლიგის ცხრილში შესაბამისად VI-VII და IX-XI ადგილებზე მყოფი გუნდები განთავსდნენ.

კენჭისყრის მიხედვით, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მერვედფინალსა და მეოთხედფინალში სერიები 2-მატჩიანი იქნება. 2 შეხვედრის ჯამში რომელი გუნდიც გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპზე გავა. პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში წამყვან ტურნირზე პირველად გათამაშდება ოთხთა ფინალი. ოთხთა ფინალი წინა სეზონში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც თასის გათამაშება, ისე მთლიანად სეზონი შეწყდა.

სიახლე მიმდინარე სეზონში განხორციელდება და თასის გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალის ფორმატით ერთმანეთში საუკეთესოს გამოავლენს. შესაბამისად, ნახევარფინალები და ფინალი თითო მატჩიანი იქნება. საქართველოს თასის მერვედფინალური მატჩები 27 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაიმართება.

GBF.GE

0.113299