იტალიურმა "მილანმა" მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ხორვატი შემტევი სერია A-ში 1 წლის შემდეგ დაბრუნდა.
მარიო "მილანს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა, მაგრამ ხელშეკრულების 1 წლით განახლების შესაძლებლობა მხარეებს ივნისში ექნებათ. მანჯუკიჩი "როსონერიში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ხორვატი ფორვარდი ბოლოს ყატარულ „ალ-დუჰაილში“ თამაშობდა (10 მატჩი, 2 გოლი), რომელიც გასულ ზაფხულს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. საინტერესოა, რომ ის მაურიციო სარიმ „იუვენტუსის“ შემადგენლობიდან 2019 წლის ზაფხულში მოკვეთა, შედეგად, ბოლო წელიწადნახევარში მარიოს ანგარიშზე მხოლოდ 10 თამაშია და ამდენად, ძნელი სათქმელია, რამდენად ოპტიმალურ ფორმაშია.
მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015-2019 წლებში ტიფოზების ფავორიტი ფეხბურთელი იყო და შავ-თეთრი მაისურით 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა. ტურინული გრანდისა და ყატარული გუნდის გარდა, ხორვატს ზაგრების „დინამოში“, „ვოლფსბურგში“, „ბაიერნსა“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მანჩესტერიო
ლუზერპულიო
ბარსელონა ძაან მარტივად დაადებს ლიონს
ძაან მარტივად მანჩესტერი დაადებს ლუზერპულს
იასნა სოლსკაიარს წამოიცმევენ ყბზე
მანჩესტერი-პსჟ კი
რომა-პორტუ 1
ტოტენჰემი-დორტმუნდი კი
ლივერპული-ბავარია 1X
აიაქსი-რეალი მეტი
შალკე-სიტი 2
ლიონი-ბარსა 1X
ატლეტიკო-იუვე ნაკლები
გეთანხმები სრულად დროგბა ჯიგარო.
მანუნ-სპჟ 1X
რომა-პორტო12
ტოტე-დორტ12
ლივე-ბავარ კი
აიაქსი-რეალი2
შალკე-სიტი2
ლიონი-ბარსა2
ატლე-იუვე1X
ამან თავი ხომ არ მიარტყა რამეს რა ფინალი რის ფინალი აქამდე რომ მოხვედით მალობა თქვით თან ამას უეჭველი გააგდებენ დღეს აი უეჭველი