„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, ჟურნალისტებს მესუთ იოზილის „ფენერბახჩეში“ გადასვლის თაობაზე ესაუბრა.
„ახლა მესუთი თურქეთშია. სამედიცინო შემოწმებას გადის. კიდევ რაღაც წვრილმანებს მოაგვარებს და „ფენერბახჩეს“ მოთამაშე გახდება. ყოველთვის დასანანია, როცა ასეთი ფეხბურთელები მიდიან“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში იოზილმა და „არსენალმა“ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტაზე მოილაპარაკეს. ხელშეკრულებას ყავლი ნახევარ წელიწადში გასდიოდა.