ისტორია

9:51 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

19 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966 – დაიბადა შტეფან ედბერგი. შვედი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ”დიდი სლემის” ექვსი ტურნირი (1985 და 1987 ავსტრალიის ღია პირველობა, 1988 და 1990 უიმბლდონის ტურნირი, 1991 და 1992 აშშ-ის ღია პირველობა). შტეფან ედბერგმა სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს ორი მედალი (ერთეულთა და წყვილთა თანრიგში). ხუთჯერ იასპარეზა ”დიდი სლემის” ტურნირების ფინალში. ედბერგი 1984 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია ერთეულთა თანრიგში, ხოლო 1988 წლის ოლიმპიადაზე, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, მან ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შტეფან ედბერგი ჩოგბურთიდან 1996 წელს წავიდა და თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში 20 მილიონ 630 941 დოლარი გამოიმუშავა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1879 – ინგლისისა და უელსის საფეხბურთო ნაკრებთა პირველი მატჩი ჩატარდა. შეხვედრა ინგლისელებმა 2:1 მოიგეს.

1898 – კანადაში ჰოკეისტთა შორის კოლეჯების გუნდებს შორის პირველი მატჩი ჩატარდა. ბრაუნმა ჰარვარდის უნივერსიტეტის გუნდს 6:0 მოუგო.

1903 – ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაადასტურეს ”ტურ დე ფრანსის” პირველი რბოლის ჩატარება.

1929 – შვედმა მოციგურავე კლას ტანბერგმა 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (42.8).

1932 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ტორონტო მეიფლ ლივზის” მოთამაშე ჩარლი კონაშერი გუნდის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ მატჩში ხუთი შაიბის გატანა მოახერხა.

1960 – ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში დასავლეთმა აღმოსავლეთს 38:21 სძლია.

1964 – ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში ზამთრის მეცხრე ოლიმპიურმა თამაშებმა აიღო სტარტი. მასში მონაწილეობა 36 ქვეყნის 1 091 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველობა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მოიპოვა (11 ოქრო, 8 ვერცხლი, 6 ბრინჯაო). ტრამპლინიდან თხილამურით მხტომელმა კობა წაქაძემ თავის მესამე ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზა და 90 მეტრ ტრამპლინიდან ხტომაში დაიკავა ოცდამეშვიდე ადგილი.

1971 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში დასავლეთმა აღმოსავლეთს 2:1 მოუგო. მატჩი ბოსტონში ჩატარდა.

1974 – აშშ-ის სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში ”ნოტრ დამმა” UCLA-ს დამარცხება შეძლო, რითაც ამ უკანასკნელის ზედიზედ 88 შეხვედრისგან შემდგარი მოგებულ ასპარეზობათა სერია შეწყვიტა.

1979 – ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩში ”ნიუ იორკ აილენდერზმა” თანაქალაქელი ”რეინჯერსის” კარის მიმართულებით პირველი ტაიმის მსვლელობისას ვერც ერთი დარტყმა ვერ განახორციელა.

1981 – პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა მუჰამედ ალიმ 21 წლის თავის მოსაკლავად გამზადებულ მოქალაქეს შთაგონებით განზრახვაზე ხელი ააღებინა.

1991 – სლოტერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის უორიორი დაამარცხა და მსოფლიოს მოჭიდავეთა ფედერაციის (WWF) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1992 – როუდი როდი პაიპერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის მაუნთი დაამარცხა და მსოფლიოს მოჭიდავეთა ფედერაციის (WWF) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1996 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი ”ვინიპეგ ჯეთსი” ფინიქსში გადაბარგდა.

2004 – თბილისის ”დინამომ” დსთ-ის ჩემპიონთა თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ლატვიის საუკეთესო გუნდ რიგის ”სკონტოსთან” 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლევან მელქაძემ გაიტანეს. ”დინამო” (გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა): გვარამაძე, კანდელაკი, შაშიაშვილი, კვირკველია, ახალაია, გოგობერიშვილი, დარასელია, ბურდული, ანჩაბაძე (კარლოსი), ალექსიძე, იაშვილი (მელქაძე).

2005 – თბილისის ”დინამოს” ყოფილი მოთამაშე ლადო ახალაია იჯარის წესით ”ციურიხში” გაანათხოვრეს. შვეიცარიელებს ახალაიას ყიდვა სურდათ, მაგრამ კლუბები სატრანსფერო ფასში ვერ შეთანხმდნენ.

2005 – ჭადრაკში პლანეტის ექსჩემპიონმა გარი კასპაროვმა საბოლოოდ განაცხადა უარი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის გამოსავლენ მატჩში მონაწილეობაზე.

2005 – ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) კანადის ქალაქ მონრეალს საწყალოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვა. ამის მიზეზი ორგანიზატორთა მიერ არასაკმარისი დაფინანსება გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა ათენში გადაწყდა.

2005 – ლებრონ ჯეიმსი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სამმაგი დუბლის გახერხება შეძლო. ”კლივლენდ კავალიერზისა” და ”პორტლენდ თრეილ ბლეიზერზის” მატჩში (შეხვედრა ”კავალიერზმა” 107:101 მოიგო) 19 წლის ლებრონმა 27 ქულა დააგროვა, 11 მოხსნა განახორციელა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.

2006 – ციგურებით ფიგურულმა ქართველმა მოსრიალე ელენე გედევანიშვილმა ლიონში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა.

2008 – ავსტრალიის ღია პირველობაზე ლეიტონ ჰიუიტმა კვიპროსელი მარკოს ბაგდატისი ხუთსაათიან მატჩში დაამარცხა. შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 4 საათსა და 33 წუთზე დასრულდა.

2008 – თანამეგობრობის თასის პირველ მატჩში რუსთავის “ოლიმპმა” ბელგრადის ოფკ-ს 2:0 მოუგო.

2008 – უზბეკმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ რუსლან ჩაგაევმა ბრიტანელ მეტ კელტონს სძლია და ჭBA ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2010 – მელბურნში მიმდინარე ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა სადიდსლემო ტურნირების ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. ჩეხმა ელენა ზაჰლავოვა-სტრიჩოვამ 4 საათსა და 19 წუთში დაამარცხა რუსი რეგინა კულაკოვა 7–6(5), 6–7(10), 6–3.

2013 - ნბა-ს “ოკლაჰომა სიტის” კალათბურთელმა კევინ დიურანტმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. დიურანტმა “დალასს” 52 ქულა ჩაუგდო (117:114).

2013 - “უდინეზეს” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო გვიდოლინიმ იტალიის სერია A-ში მეხუთასე სადამრიგებლო მატჩი ჩაატარა.

ამ დღეს დაიბადნენ

1878 – ჰერბერტ ჩეპმენი. ფეხბურთის თეორეტიკოსი. Mისი დანერგილია “დუბლ-ვე” სათამაშო სისტემა.

1913 – იან ლინსენი. 1930-50-იან წლებში როტერდამის “ფეიენოორდის” ფორვარდი. ჰოლანდიის სამგზის ჩემპიონი. გუნდის 337 მატჩში გაიტანა 91 გოლი. გულშემატკივრებმა “მისტერ ფეიენოორდი” შეარქვეს.

1919 – დარამ სინგჰი. ინდოელი ბალახის ჰოკეისტი. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1922 – მიგელ მუნიოსი. ესპანეთის ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1948-58 წლებში იცავდა მადრიდის ”რეალის” ღირსებას. 1954, 1955, 1957 და 1958 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 1956 და 1957 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. წვრთნიდა ”რეალს” (1959-74) და ესპანეთის ნაკრებს (1982-90). მადრიდელებს ცხრაჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონობა, სამჯერ ქვეყნის თასი, 1959, 1960 და 1966 წლებში ჩემპიონთა თასი, ხოლო 1960 წელს საკონტინენტთაშორისო თასი. მუნიოსის წინამძღოლობით ”რეალმა” 1962 და 1964 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა. ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო საფრანგეთის 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე და პირინელებმა ფინალამდე გააღწიეს, რომელშიც იბერიელები ტურნირის მასპინძლებთან დამარცხდნენ. 1986 წლის მუნდიალზე მიგელ მუნიოსის დამოძღვრილმა ესპანეთის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე გააღწია. გარდაიცვალა 1990 წლის 16 ივლისს.

1944 – დენ რივზი. ამერიკული ფეხბურის ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. ათწლეულების განმავლობაში იყო ”ნიუ იორკ ჯაიანთსის”, ”დენვერ ბრონკოსისა” და ”ატლანტა ფალკონზის” დამრიგებელი.

1960 – ოლფრედერიკ ჯოინერი. სამმაგ ხტომაში 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1960 – მაურო ტასოტი. 1970-90-იან წლებში გამოდიოდა “მილანში”. იტალიის ხუთგზის ჩემპიონი. 3-ჯერ ფლობდა ქვეყნის თასს. სამჯერ მოიგო ჩემპიონთა, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასები. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი.

1966 – შტეფან ედბერგი. შვედი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ”დიდი სლემის” ექვსი ტურნირი (1985 და 1987 ავსტრალიის ღია პირველობა, 1988 და 1990 უიმბლდონის ტურნირი, 1991 და 1992 აშშ-ის ღია პირველობა). შტეფან ედბერგმა სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს ორი მედალი (ერთეულთა და წყვილთა თანრიგში). ხუთჯერ იასპარეზა ”დიდი სლემის” ტურნირების ფინალში. ედბერგი 1984 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია ერთეულთა თანრიგში, ხოლო 1988 წლის ოლიმპიადაზე, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, მან ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შტეფან ედბერგი ჩოგბურთიდან 1996 წელს წავიდა და თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში 20 მილიონ 630 941 დოლარი გამოიმუშავა.

1969 – პრედრაგ მიატოვიჩი. იუგოსლავიის ნაკრების, ტიტოგრადის “ბუდუჩნოსტის”, ბელგრადის “პარტიზანის”, “ვალენსიას”, მადრიდის “რეალის”, “ფიორენტინასა” და “ლევანტეს” ფორვარდი. 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალმა” “იუვენტუსი” მიატოვიჩის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. მიატოვიჩი მსოფლიოსა (1998) და ევროპის (2000) პირველობების მონაწილეა. იუგოსლავიის ნაკრების 73 მატჩში გაიტანა 28 გოლი.

1969 – სტივ სტონტონი. ირლანდიის ნაკრების, “ასტონ ვილასა” და “ლივერპულის” მცველი. “ლივერპულთან” ერთად მოგებული აქვს ინგლისის ჩემპიონობა (1990), ასოციაციის თასი (1989), ორჯერ სუპერთასი (1988, 1990). “ასტონ ვილასთან” ერთად მოიგო ინგლისის ლიგის თასი (1994, 1996). ირლანდიის ნაკრებში ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით ქვეყნის რეკორდსმენი (102). ამ მატჩებში გაიტანა 7 გოლი. 2006-07 წლებში წვრთნიდა ირლანდიის ნაკრებს.

1973 – ევგენი სადოვი. რუსი მოცურავე. ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს სამი მედალი.

1974 – ტარიკ ოულიდა. ამსტერდამის ”აიაქსისა” და ესპანური ”სევილიას” ფეხბურთელი.

1974 – გრეგორი ფლეიფეარი. სურინამელი წარმოშობის ჰოლანდიური პსვ-ს ფეხბურთელი.

1979 – სვეტლანა ხორკინა. რუსი ტანმოვარჯიშე. 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1980 – არვიდას მაციაუსკასი. ლიტვის საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური ”ტაუ კერამიკას” ფორვარდი (192 სმ). მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1980 – ვლადო ილიევსკი. მაკედონიის ნაკრების, “ბარსელონას”, რომის “ლოტომატიკას”, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, სიენას “მონტეპასკის” მსროლელი (190 სმ).

1981 – ფლორიან პიეტრუსი. საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებისა და ”პო ორტეზის” ფორვარდი (198 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალა

2003 – ჰონდურასის ქალაქ სან პედროში მოკლეს ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მეკარე მილტონ ფლორესი.

0.110737