ფეხბურთი

1:26 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემმა თავისი გუნდის მწვრთნელად ნევილი დანიშნა

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ფილ ნევილი ამერიკული „ინტერ მაიამის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ნევილი ბოლოს ინგლისის ქალთა ნაკრებს ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „სელფორდ სიტის“ თავკაცი ცოტა ხნით იყო.

ფილ ნევილს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და 1994-2005 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2005-2013 წლებში „ევერტონში“ იყო. ფილი გარი ნევილის ძმა.

„ინტერ მაიამის“ მფლობელი ლეგენდარული დევიდ ბექჰემია, რომელიც ფილ ნევილთან ერთად „მანჩესტერში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113767