კალათბურთი

21:23 | 18.01.2021 | ნანახია 0 - ჯერ

თორნიკე შენგელიას 13-ქულიანი მატჩი VTB ლიგაში

VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა „ავტოდორს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 98:82 დაამარცხა. მოსკოველებმა განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩაატარა, სოლიდური უპირატესობა სწორედ დიდ შესვენებამდე მოიპოვა და გამარჯვება არ გასჭირვებია.

თორნიკე შენგელიამ 17:49 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.

მოსკოვის ცსკა-ს VTB ლიგაში 10 მოგების წილ 2 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 1 თებერვალს „ზიელონა გორას“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:59 | 29.06.2018
WeAreUnited (6)

გვაწყობდა და რამე მეორე ადგილი

08:59 | 29.06.2018
ogafa (10220)

ყოჩაღ

0.066152