ფეხბურთი

19:18 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერომ პირლო გააკრიტიკა

„ინტერი“ – „იუვენტუსის“ (2:0) მატჩი ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა და ანდრეა პირლო გააკრიტიკა. ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელისთვის განსაკუთრებით გაუგებარი დარჩა პირლოს არჩევანი მარცხენა ფლანგთან დაკავშირებით.

„ვერ გავიგე რატომ დააყენა პირლომ რემზი ფრაბოტას წინ, როცა მათ ფლანგზე ჰაკიმი მოქმედებდა, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი ფეხბურთელია. „ინტერმა“ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, „იუვენტუსს“ კი იდეები არ ჰქონდა. „იუვეში“ ცვლილებების პერიოდია. „ინტერმა“ ზეწოლა მოახერხა და მთელი თავისი პოტენციალი აჩვენა. შეეძლო, უფრო მეტი გოლიც გაეტანა.

„თუმცა, „იუვე“ იგივე სიტუაციაში, როგორც შარშან. ყველა ტურნირზე ისევ თამაშობს, მაგრამ თამაშებში შეცდომები აღარ უნდა დაუშვას. „ინტერთან“ 4 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდათ და ამის გამო არავის უწუწუნია. ცვლილებების წელიწადში შეიძლება ასეთი ცუდი მატჩები იყო. ოთხშაბათს (იტალიის სუპერთასის მატჩი - რედ) მნიშვნელოვანი შანსია“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 33 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერთა მილანურ დუეტს 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106139