ფეხბურთი

18:05 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "მესის მსგავსი ფეხბურთელები პსჟ-ს სიაში ყოველთვის არიან"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ლიონელ მესის ტრანსფერს არ გამორიცხავს. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მსგავსი მოთამაშეები პარიზელთა ინტერესებში ყოველთვის შედიან.

„იმედი მაქვს, რომ ნეიმარი და მბაპე დარწმუნებული არიან, რომ პსჟ ამ დროისთვის კარგი ადგილია ამბიციური მაღალი დონის ფეხბურთელისთვის. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვძებნოთ ბალანსი მათ სურვილებს, მოთხოვნებსა და ჩვენს მოლოდინებს, საშუალებებს შორის. ვედრებას არავის დავუწყებთ, ვისაც სურს გუნდში დარჩენა, დარჩება და ვისაც არა - წავა.

მესი? ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის იქნებიან პსჟ-ს სიაში. ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. მაგრამ ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მას ყველაზე აქტიურად სწორედ „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ.

0.12384