ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ 4 მარცხის შემდგომ გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. ქართველი სუმოისტი მე-7 მაეგაშირა მაისეის დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით მოუგო.
ეს წყვილის მე-5 დაპირისპირება იყო და ლევან გორგაძემ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა. (2:3).
ტოჩის წლის პირველ სუპერტურნირზე 9 დღის შემდგომ 3 მოგება და 6 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი მოიპოვოს, დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5 უნდა მოიგოს. მისი მომდევნო მეტოქე კი კომოსუბი ტაკაიასუ იქნება, რომელსაც აქამდე 22-ჯერ შეხვედრია და ქართველის ანგარიშზე 9 გამარჯვების წილ 13 მარცხია.