გერმანიის ნახევრად სამოყვარული კლუბი “ობერვიურცბახი“ ამ სამი წლის წინ ფართოდ გაიცნო მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ არაფრით გამორჩეულ გუნდთან კონტრაქტი პორნო-ვარსკვლავმა ლენა ნიტრომ გააფორმა და ამ მრავლისმნახველ ასულს კლუბის დარეკლამება ევალებოდა.
პორნო-ვარსკვლავმა “ობერვიურცბახი“პოპულარული რომ გახადა, ეს იმითაც ჩანს, რომ მისი არსებობის შესახებ ბევრმა გაიგო. თუმცა, კლუბმა პორნო-ვარსკვლავთან კონტრაქტი მალევე გაწყვიტა და ფეხბურთელების მაისურებზე წარწერილი პორნო-გვერდის ბმულიც წაშალეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს ყოველივე მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზემოთაღნიშნული საფეხბურთო კლუბი საბოლოოდ გაკოტრდა და საერთოდ დაფინანსების გარეშე დარჩა. ამ ამბავს მალევე გამოეხმაურა ლენა ნიტრო და გუნდის მესვეურები ცინიკურად დაამუნათა - არ გინდოდათ ჩემთან კონტრაქტი და იყავით ახლა ასეო...