კალათბურთი

10:22 | 18.01.2021 | ნანახია 3391 - ჯერ

ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლით მაიკლ ჯორდანი უკან მოიტოვა (+VIDEO)

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „დალას მავერიქსმა“ „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და შეხვედრა სტუმრებმა 117:101 მოიგეს.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ფინელი ლეგიონერი ლაური მარკანენი იყო, რომელმაც 29 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ზაკ ლავინიც ორმაგი დუბლით გამოირჩა - 10 ქულა და 10 პასი.

„დალასის“ რიგებში კი ლუკა დონჩიჩი იყო ფანტასტიკური, მაგრამ მას თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს. სლოვენილემა სამმაგი დუბლი შეასრულა - 36 ქულა, 16 მოხსნა და 15 პასი. კრისტას პორზინგისმა „მავერიქსს“ 20 ქულა შესძინა.

სხვათა შორის, NBA-ს ისტორიაში აქამდე მხოლოდ სამ კალათბურთელს ჰქონდა სამმაგი დუბლი შესრულებული მინიმუმ 35 ქულით, 15 მოხსნით და 15 პასით - ოსკარ რობერტსონს (5-ჯერ), უილ ჩემბერლენს (1968 წელს) და ჯეიმს ჰარდენს (2016 წელს). და, რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ დონჩიჩი NBA-ში მხოლოდ მესამე სეზონს ატარებს, სამმაგი დუბლების რაოდენობით თვით მაიკლ ჯორდანს გაასწრო - ეს სლოვენიელის 29-ე ტრიპლდაბლი გამოდგა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში...

„დალას მავერიქსი“ დასავლეთ კონფერენციაში 6 მოგებით და 6 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „ჩიკაგო ბულსი“, რომელმაც ოთხმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, აღმოსავლეთ კონფერენციაში 5 გამარჯვებით და 8 მარცხით მე-11 პოზიციაზეა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:03 | 15.03.2021
კრიშტიანო მესი (42)

ინტერი წელს ნამდვილად კარგია და ყველაზე მეტი შანსი აქვს სკუდეტოს მოგების. ალბათ ტურინში გასამართი თამაში იქნება გადაწყვეტი.

10:09 | 15.03.2021
Kobe Bean (21683)

ინტერს მილანისგან განსხვავებით ძირითადიც კარგი ყავს და სკამის რესურსიც მეტი აქვს,ამიტომ გაუჭირდება იუვეს წელს ჩემპიონობა.მილანზე უკეთესი კი არა კონკრეტულად ლუკაკუ-ლაუტაროს დუეტი კრისტინა-მორატას დუეტსაც კი ჯობია,ანუ კონკრეტულად თავდასხმის დუეტი იუვენტუსზე უკეთესიც ყავს და რომელ მილანზეა ლაპარაკი.თან კონტე ჩემპიონატის მწვრთნელია.ლიგაზე იკუკავს ხოლმე თორემ ჩემპიონატის მოგება იცის.ასე რომ არ მგონია მილანისგან განსხვავებით ინტერმა რომ ეს შანსი გაუშვას ხელიდან

09:59 | 15.03.2021
Kobe Bean (21683)

ჩემთვის საწყენია მილანმა საბოლოოდ რომ დათმო პოზიციები.მოსალოდნელიც იყო ეს ჩავარდნა(მითუმეტეს იბრას და სხვების გარეშეც) მაგრამ მაინც.კრისტინას რაც შეეხება ჰეთრიქი კი არა მეთხუტმეტე წუთზე გასაგდები იყო,სახე ჩამოათალა ტიპმა კალიარის მეკარეს და მხოლოდ ყვითელი მიცეს.აქაც მოქმედებს დიდი ფეხბურთელის ავტორიტეტი.კიეზა მართლა კარგი ბიჭია,პენოზე საგოლე პასს და ზოგადად აქტიურ თამაშს რომც შევეშვათ მორატას რა პასი დაუხატა ტიპმა მაეტო ეგ ღირდა საყურებლად თუმცა ვერ გაიტანა ესპანელმა.ინტერმა წესით არ უნდა გაუშვას ეს შანსი,11 თამაში დარჩა სათამაშო და მინიმუმ 7 ქულიანი ფორა უჭირავს იუვესთან.მინიმუმ 7 ქულიანი იმიტომ რომ იმ გადადებულ თამაშს იუვე ან მოუგებს ნაპოლის და ან არა

0.06746
3391