ფეხბურთი

12:53 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარსელინო - პირველი მწვრთნელი, რომელმაც "ბარსელონას" ზედიზედ ორი ფინალი მოუგო

ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავარი მწვრთნელი მარსელინო ტორალი ისტორიაში შევიდა. ის პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ ზედიზედ ორი ფინალი მოიგო.

მარსელინომ პირველად „ბარსა“ 2019 წელს ესპანეთის სამეფო თასის ფინალში დაამარცხა, როდესაც „ვალენსიას“ ედგა სათავეში, ახლა კი „ბილბაოსთან“ ერთად სუპერთასისთვის ბრძოლა მოუგო.

სხვათა შორის, მარსელინო ბასკური გუნდის მთავარ მწვრთნელად რამდენიმე დღის წინ, მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა. შეგახსენებთ, „ბილბაომ“ „ბარსელონას“ დამატებით დროში 3:2 მოუგო და ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110708