ლუკა იოვიჩმა მადრიდის „რეალს“ თავი დააღწია, ფრანკფურტის „აინტრახტში“ დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა! სერბი „შალკესთან“ მატჩში მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 1:1 იყო და გმირი გახდა.
იოვიჩმა ჯერ 72-ე წუთზე და შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გაიტანა და ფრანფკურტელებს გამარჯვება მოაპოვებინა (3:1).
შედარებისთვის, ლუკა იოვიჩს „რეალის“ რიგებში ბოლოს გოლი 2020 წლის 9 თებერვალს („ოსასუნასთან“) ჰქონდა გატანილი, „აინტრახტში“ კი საწყისი ნახევარი საათი იკმარა დუბლისთვის...