დიდი დუელი შედგა, მაგრამ უფერული გამოვიდა. ინგლისის პრემიერლიგის პირველი წრის მთავარ დაპირისპირებაში „ლივერპულმა“ „მანჩესტერს“ უმასპინძლა. მოქმედ ჩემპიონს „იუნაიტედი“ ლიდერის რანგში ესტუმრა და საერთოდ, პრემიერლიგაში პირველად დაუპირისპირდა „მანიუ“ „წითლებს“, როგორც მოქმედ ჩემპიონებს.
თამაში არ გამოდგა ისეთი, როგორიც მოსალოდნელი იყო და გულშემატკივარს სურდა. ბევრი ხარვეზი, დიდი სიფრთხილე, ნაკლები ხარისხი და ნაკლები რისკი. შედეგად, შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, სრულიან ლოგიკურია - 0:0.
ცხადია, საგოლე მომენტების გარეშე ამ დიდ დაპირისპირებას არ ჩაუვლია, მაგრამგოლს მაინც არცერთი გუნდი არ იმსახურებდა. თუმცა, მაინც დავიდ დე ხეასა და ალისონს მაღალი დონის თამაში არ უნდა დავუკარგოთ.
ნულოვანმა ფრემ უფრო ოლე გუნარ სულშერის გუნდის წისქვილზე დაასხა წყალი, რადგან „მანჩესტერი“ 37 ქულით ისევ ლიდერია, „ლივერპული“ კი 3 ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.