ფეხბურთი

21:10 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" კოშმარული კვირა მოგებით დაასრულა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და კოშმარული კვირა წარსულს ჩააბარა. კოშმარული იმიტომ, რომ გასულ ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი „გლადბახთან“ 2:3 დამარცხდა, თან ისე, რომ 2:0-ს იგებდა.

მერე შუა კვირაში გერმანიის თასის 1/16 ფინალში მეორებუნდესლიგელ „კილს“ ესტუმრა და ყველასთვის მოულოდნელად პენალტების სერიაში მარცხით ტურნირიდან გავარდა. მოკლედ, „რეკორდმაისტერს“ მსგავსი ცუდი პერიოდი ფლიკის ხელში ნამდვილად არ ჰქონია.

„ბაიერნმა“ „ფრაიბურგთან“ გამოიკეთა ხასიათი, მაგრამ დომინანტური ფეხბურთი ისევ ვერ ითამაშა და საკმაოდ გაუჭირდა. რობერტ ლევანდოვსკიმ მატჩის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, რასაც სტუმრებმა ნილს პეტერსენის ზუსტი დარტყმით უპასუხეს და წონასწორო აღადგინეს. ამრიგად, მიუნხენელბამ საკუთარი კარი მშრალად ისევ ვერ შეინახეს და სერია უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება, წინა ტურში ამ კუთხით ანტირეკორდიც დაამყარა. ფაქტია, „ბაიერნის“ დაცვაში პრობლემები სერიოზულია.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მაინც მოიგეს. 76-ე წუთზე ტომას მიულერმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „ბაიერმა“ 36 ქულა დააგროვა და უკვე ლიდერობა გაიმყარა, რადგან უახლოეს მდევარ „ლაიფციგს“ 4 ქულით უსწრებს.

„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (7), 1:1 პეტერსენი (62), 2:1 მიულერი (74)

0.055465