ფეხბურთი

17:59 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: "როტორში" მეგობრული გარემოა და მაქსიმუმს გავიღებ"

ვოლგოგრადის „როტორმა“ გიორგი არაბიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ეს ფორმალობა იყო, აქამდეც ვიცოდით და ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო.

22 წლის ფეხბურთელმა „როტორის“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა.

„მოხარული ვარ, რომ გუნდს შევუერთდი. მომწონს ის, რაც ამ ორ დღეში ვნახე. გუნდი ძალიან მეგობრულია, ყველა ერთადაა და ერთმანეთს ეხმარებიან, რაც შედეგის მიღწევის მთავარი ფაქტორია. ჩემის მხრივ, ვეცდები ყველაფერი გავაკეთო გუნდის დასახმარებლად“, - უთხრა არაბიძემ „როტორის“ საიტს.

შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე „როტორში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და მისი სატრანსფერო უფლებები პორტუგალიურ „ნასიონალს“ ეკუთვნის. მანამდე ქართველ ფეხბურთელს თბილისის „ლოკომოტივში, დონეცკის „შახტარსა“ და თურქულ „ადანასპორში“ უთამაშია.

0.119492