ფეხბურთი

15:32 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიური „მილანის“ ფეხბურთელებს ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ტეო ერნანდესს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება.

ორივე მოთამაშეს ვირუსი უსიმპტომოდ აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შესაბამისად, გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდნენ. ტესტის სხვა პასუხები კი უარყოფით გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ „მილანში“ კორონავირუსი 6 იანვარს, რადე კრუნიჩსა და ანტე რებიჩს დაუდასტურდათ და ჯერჯერობით არ გამოჯანმრთელებულან.

შეგახსენებთ, „მილანი“ ორშაბათს, „კალიარის“ დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში ჩალჰანოღლუ (17 მატჩი, 1 გოლი, 6 საგოლე პასი) და ერნანდესი (15 მატჩი, 4 გოლი, 3 საგოლე პასი) „როსონერისთვის“ დიდ ძალას წარმოადგენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099287