სხვა

12:41 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ცუდ ფორმაშია - ქართველს მეტოქეები თითქმის უბრძოლველად ამარცხებენ (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი კვლავ დამარცხდა და მისი ფორმიდან გამომდინარე დადებითი ბალანსის განაღდება მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი. ტოჩინოშინი პირველ სეკივაკე ტაკანოშოს დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად, ოშიდაშის ილეთით წააგო.

შერკინებისთანავე ტოჩიმ ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორც გასულ ბრძოლებში. მეტოქისთვის თავის არიდების მცდელობა კი კვლავ მისი დოჰიოდან გადაგდების ტოლფასი გამოდგა. ეს წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც გორგაძემ მხოლოდ ერთი მოიგო, 3 კი მარცხით დაასრულა.

ამრიგად, ლევანს კვლავ 2 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5-ის მოგება მართებს, მისი მომდევნო მეტოქე კი მეშვიდე მაეგაშირა მაისეი იქნება, რომელთანაც მოგება-წაგების ბალანსი 1-3-ზე აქვს და ხვალ მის შემცირებას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112013