ფეხბურთი

22:49 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

როისმა ბოდიში მოიხადა

გერმანული ბუნდესლიგის მე-16 ტურის მატჩის შემდეგ, „დორტმუნდსა“ და „მაინცს“ შორის (1:1), მასპინძელთა ნახევარმცველმა, მარკო როისმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა 76-ე წუთზე ვერგატანილი პენალტის გამო.

„გუნდს ბოდიშს ვუხდი. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე, მეორეში კი თერთმეტმეტრიანი გავაცუდე. შემეძლო თამაშის ბედი გადამეწყვიტა, მაგრამ ვერ შევძელი. მაპატიეთ.“ - ციტირებს როისის სიტყვებს Get German Football News.

ახლა „ბორუსიას“ 29 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ლიდერი კი 33 ქულიანი მიუნხენის „ბაიერნია.“

0.116449