ფეხბურთი

20:23 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელარდაისმა „შავი ქვეყნის დერბიში“ გაიმარჯვა

პრემიერლიგის მე-19 ტური „შავი ქვეყნის დერბით“ გაიხსნა. „ვულვერჰემპტონმა“ „ვესტ „ბრომვიჩს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. ეს მოგება პირველი აღმოჩნდა სემ ელარდაისისთვის „ვესტ ბრომვიჩის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

„გამარჯვება შესანიშნავი ახალი ამბავია ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის. იმიტომ, რომ „შავი ქვეყნის დერბი“ გახლდათ, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს მოგება ფეხბურთელებს მეტ თავდაჯერებას შესძენს.“ - უთხრა ელარდაისმა ჟურნალისტებს.

სე

„ვესტ ბრომი“ ახლა 11 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში. „ვულვზი“ კი 22 ქულით მეთოთხმეტეზე.

„შავი ქვეყნის დერბი“ (Black Country derby) უკვე დიდი ხანია ამ გუნდებს შორის თამაშდება. ეს ქალაქები ერთმანეთთან 18 კილომეტრითაა დაშორებული ვესტ მიდლენდის ბლექ ქანთრის რაიონში, სახელწოდებაც აქედან მოდის.

0.114209