ფეხბურთი

20:45 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ მიქაუტაძის გოლი ბელგიაში

ბელგიური „სერენის“ ფეხბურთელმა ჟორჟ მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა, ოღონდ ამჯერად ამხანაგურ მატჩში. „სერენმა“ „ლოკორენს“ სპარინგში 2:0 აჯობა.

მიქაუტაძემ თავის გამოჩენა 24-ე წუთზე შეძლო და ანგარიში გახსნა. მიქაუტაძეს ბელგიის 1B დივიზიონში ჯერ თამაშის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან უხეშობისთვის დისკვალიფიკაციას იხდის და მოედანს ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ თებერვალში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში პროქსიმუს ლიგაში 16 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120104