ჭიდაობა

19:17 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 10-და 9 ქართველი მოჭიდავე გრან პრის ნახევარფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ქალაქ ნიცაში ანრი დელანის სახელობის საერთაშორისო გრან პრიზე დიდებულად ასპარეზობენ. 10 მოჭიდავიდან ნახევარფინალში 9 მათგანი გავიდა!

ნახევარფინალში იჭიდავებენ: ბექა ბუჯიაშვილს (57 კგ), ბექა ლომთაძეს (61 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილს (70 კგ), დავით ტლაშაძეს (74 კგ), ნიკა კენჭაძეს (79 კგ), დათო მარსაგიშვილს (86 კგ), გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ). მხოლოდ ირაკლი მწითურმა (92 კგ) ვერ მოახერხა ნახევარფინალში გასვლა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები დღეს გაიმართება, ხოლო ხვალ ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.

0.115047