სხვა

13:28 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა წააგო (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა წააგო. ქართველი სუმოისტი ოძეკ შოდაის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

იაპონელმა მეტოქემ შერკინების დაწყებისთანავე დიდი უპირატესობა მოიპოვა და ტოჩი დოჰიოდან მოისროლა, რის შემდგომაც წონასწორობა ვერ შეიკავა და თავადაც წაიქცა.

ეს მათი მე-12 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩი 9-ჯერ დამარცხდა და მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა.

წლის პირველ სუპერტურნირზე ლევანს 2 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი მოიპოვოს, დარჩენილი 8 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 უნდა მოიგოს, რაც ძალიან რთული იქნება.

ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტაკანოშო იქნება, რომელსაც აქამდე 3-ჯერ შეხვედრია და მეტოქეს მცირე უპირატესობა აქვს - 2 მოგება და 1 მარცხი, ხვალ კი გორგაძის მასტან მოგება-წაგების ბალანსის გათანაბრების შანსი ექნება.

0.119106