1951 – დაიბადა რამაზ ხარშილაძე. ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 95 კგ წონით კატეგორიაში. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს 1975 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის (1976) და ბრინჯაოს (1975, 1980) მედალოსანი. საბჭოთა კავშირის 4-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1979, 1980). საკავშირო ხალხთა სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 1979). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამბოში (1971, 1973). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1883 – კანადის პროვინცია კვებეკში საფეხბურთო-სარაგბო გაერთიანება დაარსდა.
1905 – ბეისბოლისტმა ფრენკ ჰულსმანმა 8 თვის განმავლობაში 6 კლუბის გამოცვლა მოასწრო.
1905 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ოტავა სილვერმა” ორი მატჩის ჯამში “დოუსონ სიტი” 23:2 დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა. ამ შეხვედრებში ფრენკ მაკგიმ 14 შაიბა გაიტანა.
1932 – ინგლისის პირველი დივიზიონის (ამჟამინდელი პრემიერლიგა) გუნდის “ლინკოლნ სიტის” ფორვარდმა ფრენკ კიტლიმ “ჰალიფაქს თაუნს” მეორე ტაიმის 21 წუთის განმავლობაში 6 გოლი გაუტანა.
1953 – ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მორინ კონოლიმ სემპსონი 6:3, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრის რიგით 27-ე ჩემპიონი გახდა.
1953 – ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში კენ როზუოლმა მერვინ როუზი 6:0, 6:3, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრის რიგით 41-ე ჩემპიონი გახდა.
1968 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ყველა ვარსკვლავის რიგით 21-ე მატჩში “ტორონტო მეიფლ ლივზმა” ყველა ვარსკვლავის ნაკრები 4:3 დაამარცხა. შეხვედრა ტორონტოში ჩატარდა.
1971 – ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მოციგურავე არდ სხენკმა 1500 მეტრზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:58,7).
1972 – ჰოლანდიელმა მოციგურავე არიე კეულენ-დეელსტრამ ევროპის ჩემპიონატზე ყველა დისტანცია მოიგო.
1981 – სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ოლიმპიური და პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ლეონ სფინქსი ყაჩაღებმა გაძარცვეს. მოკრივის ოქროს კბილიც კი გაიტაცეს.
1981 – ჩეხმა ჩოგბურთელმა ივან ლენდლმა “ვოლვო მასთერზის” ტურნირის მსვლელობისას მატჩი განზრახ წააგო, რათა შვედ ბიორნ ბორგთან შეხვედრა თავიდან აეცილებინა.
1988 – ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ლიგის (NFL) კლუბი “სენტ ლუის კარდინალზი” ფინიქსში გადაბარგდა.
1989 – ჰოლანდიაში სტარტი აიღო მინი-ფეხბურთში მსოფლიოს პირველმა ჩემპიონატმა. ტურნირის გამარჯვებული ბრაზილია გახდა.
1994 – მოციგურავე სკოტმა 1000 მეტრ დისტანციაზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:12,54).
2005 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის მსვლელობისას “თბილისმა” ლიტვის ჩემპიონ “კაუნასთან” 0:1 წააგო. თბილისელები ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ დააღალატა. გოლის გაშვების შემდეგ იგი არასპორტული საქციელისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
2006 – დსთ-ს თასზე თბილისის “დინამომ” ზედიზედ მეორე მატჩი წააგო – ამჯერად ტაშკენტის “ფახთაქორთან”.
2006 – ჩოგბურთელთა ავსტრალიის ღია პირველობის პირველსავე წრეში მარცხი განიცადეს ამერიკელმა ვინუს უილიამსმა (ქალთა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი 94-ე ნომრად განთესილ ბულგარელ ცვეტანკა პირონკოვასთან წააგო) და ესპანელმა კარლოს მოიამ.
2010 - კვიპროსელმა ჩოგბურთელმა მარკოს ბაგდატისმა კარიერის მეოთხე ტურნირი მოიგო. კუნძულელმა სიდნეის Medibank International-ის ფინალში ფრანგ რიშარ გასკეს 6–4, 7–6(2) მოუგო.
2010 - ბერლინის “ჰერტაში” ლევან კობიაშვილის დებიუტი შედგა.
2012 - კარიერაში ანა ტატიშვილმა პირველად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობაზე მატჩი, მეორე წრეში კი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან დამარცხდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1902 – ერიკ ლიდელი. ბრიტანელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1924 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1921 – ხოსე არიბასი. წარმოშობით ესპანელი ფეხბურთელი თამაშობდა ფრანგულ კლუბებში. საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჩაატარა 654 მატჩი და სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
1923 – მარტინ სტოკენი. ნორვეგიელი მძლეოსანი. ესტაფეტაში 1952 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1935 – უდო ლატეკი. გერმანული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. მუშაობდა გფრ-ის ახალგაზრდულ ნაკრებში, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, მიუნხენის “ბაიერნში” (1970-75, 1983-87), მიონხენგლადბახის “ბორუსიაში” (1975-79), დორტმუნდის “ბორუსიაში” (1979-81, 2000), “ბარსელონაში” (1981-83), “კიოლნსა” და “შალკეში” (1992). “ბაიერნს” 1974 წელს ჩემპიონთა თასი, 1972, 1973, 1974, 1985, 1986, 1987 წლებში გერმანიის ჩემპიონობა, 1971, 1984 და 1986 წლებში კი ქვეყნის თასი მოაგებინა. მიონხენგლადბახელებთან ერთად დაეუფლა უეფას თასს (1979), ორჯერ (1976, 1977) გერმანიის ჩემპიონი გახდა. 1977 წელს “ბორუსია” ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა (გუნდი “ლივერპულთან” 1:3 დამარცხდა). 1982 წელს “ბარსელონას” თასების თასი მოაგებინა. უდო ლატეკი ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც სამი ევროთასი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.
1935 – ენტონი ჯოზეფ ფოიტი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ავტოპილოტი. იგი 35 წლის განმავლობაში მონაწილეობდა ინდიანაპოლისის რბოლებში და ოთხჯერ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2000 წელს ენტონი ფოიტი მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1945 – ვიმ სურბიერი. ჰოლანდიის ნაკრებისა და ამტერდამის “აიაქსის” მცველი. 1974 და 1978 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალისტი. სამჯერ (1971, 1972, 1973) აქვს მოგებული ჩემპიონთა თასი. 1972 და 1973 წლებში ევროპის სუპერთასს დაესაკუთრა, 1972-ში კი საკონტინენტთაშორისო თასს ფლობდა. ჰოლანდიის შვიდგზის ჩემპიონი და ოთხგზის თასის მფლობელი. ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 60 მატჩში და გაიტანა 3 გოლი.
1948 – კლიფ ტორნბელი. ინგლისელი სნუკერისტი (ბილიარდის სახეობა). მსოფლიოს ჩემპიონი.
1951 - რამაზ ხარშილაძე. ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 95 კგ წონით კატეგორიაში. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს 1975 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის (1976) და ბრინჯაოს (1975, 1980) მედალოსანი. საბჭოთა კავშირის 4-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1979, 1980). საკავშირო ხალხთა სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 1979). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამბოში (1971, 1973). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
1956 – მარტინ იოლი. ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი გამოდიოდა “დენ ჰააგში”, “ბაიერნში”, “ქოვენთრიში”, “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში”, “ტვენტეში”. წვრთნიდა “როდას”, “ვალვაიკს”, “ტოტენჰემ ჰოთსპურზს”, “ჰამბურგს”, "აიაქსს", "ფულემს".
1958 – ანდრეი ბალი. კიევის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. 1982 და 1986 წლების მსოფლიო პირველობების მონაწილე. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. 1986 წელს მოიგო თასების თასი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი.
1966 – სტივენ ლიჩი. “პიტსბურგ პინგვინზის” მარჯვენა გარემარბი.
1969 – როი ჯონსი. ამერიკელი მოკრივე. გამოდიოდა ოთხ წონით კატეგორიაში (საშუალოდან - სუპერმძიმემდე). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ფინალში აშკარად აჯობა რინგის მასპინძელს, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით, ჩემპიონობა აზიელს მიანიჭეს. პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ, რამდენიმე საკრივო ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა (ჭBA, ჭBჩ, IBO, IBF). 1999 წელს როი ჯონსი ათწლეულის “საუკეთესო მებრძოლად” დაასახელეს. პროფესიულ რინგზე ჩატარებული 57 ორთაბრძოლიდან 52 მოიგო (38 ნოკაუტით). 2001 წლიდან ბედს მუსიკაშიც ცდის და რამდენიმე ალბომი ჩაწერა, რომლებმაც მას ფინანსური წარმატება მოუტანეს.
1970 – დონ მაკლინი. “ნიუ ჯერსი ნეთსისა” და “დენვერ ნაგეთსის” ფორვარდი.
1971 – ულრიხ ვან გობელი. სურინამელი წარმოშობის ჰოლანდიელი ფეხბურთელი. გამოდიოდა როტერდამის “ფეიენოორდში”.
1975 – მარკ ჯექსონი. “ფილადელფია სიქსერზის” ფორვარდი (205 სმ).
1977 – ჯეფ ფოსტერი. “ინდიანა პეისერზის” მძიმე ფორვარდი (211 სმ).
1980 – კორი გიბსი. აშშ-ის ნაკრებისა და როტერდამის “ფეიენოორდის” ცენტრალური მცველი.
1982 – ჯასტინ რიდი. “ბოსტონ სელტიქსის” ფორვარდი (200 სმ). 2008 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი.