კალათბურთი

23:35 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 10 ქულა და ცსკა-ს მარცხი "ბარსელონასთან"

ევროლიგის მეოცე ტურში მოსკოვის ცსკა-მ კატალონიის „ბარსელნას“ უმასპინძლა და 75:88 დამარცხდა. მოსკოველებმა პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ უპირატესობას „ბარსა“ დაეუფლა, სამივე მეოთხედში იმარჯვა და საბოლოოდ მეტოქეს 13 ქულით სძლია.

თორნიკე შენგელიამ 27:31 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

ცსკა-ში საუკეთესო ნიკოლა მილუტინოვი იყო 15 ქულით და 6 მოხსნა დააგროვა, მაიკ ჯეიმსმა კი 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. ესპანელთა რიგებში კორი ჰიგინსი 25 ქულით და 6 მოხსნით, ხოლო ალექს აბრინესი 19 ქულით გამოირჩა.

მოსკოვის ცსკა მარცხის მიუხედავად პირველ ადგილზეა (15 მოგება, 5 წაგება), მომდევნო ტურში კი 22 იანვარს სტამბოლის ფენერბახჩეს უმასპინძლებს.

0.113369