ფეხბურთი

22:52 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის "ტოტენჰემში" დარჩენაზე მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს განცხადებით, გარეტ ბეილის მომდევნო სეზონის იჯარასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარებს.

ბეილი მადრიდის "რეალმა" "მამლებში" ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვა და ლონდონელებს უფლება აქვთ კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივონ იჯარა. ინგლისური გამოცემები კი იუწყებიან, რომ "ტოტენჰემმა" უკვე გადაწყვიტა არ გაახანგრძლივონ ხელშეკრულება უელსელთან.

"ჯერჯერობით იჯარის გახანგრძლივებაზე მსჯელობა ერთი წამითაც არ ყოფილა. გარეტი სეზონის ბოლომდე ჩვენთან იჯარის წესით თამაშობს და პრობას გაძლევთ, ჯერჯერობით არ ყოფილა საუბარი ამ თემაზე." - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს Sky Sports-ი.

მიმდინარე სეზონში უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა "ტოტენჰემის" მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

0.123394