ჩოგბურთი

19:39 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰურკაჩი დელრეი ბიჩის ტურნირის გამარჯვებულია

პოლონელი ჩოგბურთელი ჰუბერტ ჰურკაჩი დელრეი ბიჩის ტურნირის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჰურკაჩი აშშ-ს წარმადგენელს სებასტიან კორდას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:3, 6:3 დაამარცხა. 23 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა უინსტონ-სალემის რია ტურნირის შემდეგ კარიერაში მეორე ATP-ის ტიტული მოიპოვა.

აღნიშნული გამარჯვებით ჰურკაჩმა 250 ქულა და 30,840 დოლარი დაიმსახურა. პოლონელმა რეიტინგში ექვსი ადგილით დაინაურდა და ორშაბათს განახლებულ რეიტინგში 1735 ქულით 29-ე ადგილზე იქნება. რაც შეეხება 20 წლის კორდას, ამერიკელმა პირვალდ გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში და რეიტინგშიც სერიოზულად დაწინაურდება - ორშაბათს სებასტიანი 119-დან 103-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

0.129342