თამაშგარე

18:39 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნატალა ბარულიჩის ფოტოების საიდუმლო

ცნობილი ფეხბურთელების ცოლებსა და მეგობარ გოგონათა შორის თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგულ “პსჟ“-ში მოთამაშე ბრაზილიელი ნეიმარის გულისსწორი, ნატალია ბარულიჩია, რომლის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი დიდ ვნებათაღელვას იწვევს.

ამასწინათ, ნატალიამ სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდებზე ახალი ფოტოები გამოფინა, სადაც ასახულია მისი სექსუალურად პოზირების სცენები და ამას გარდა, თან ახლავს ნატალიასივე კომენტარები, რითაც ფარდას ხსნის “საიდუმლოს“ და ადასტურებს, რომ ყველა ამ ფოტოს თუ არა, ფოტოების ნაწილის ავტორი თავად ნეიმარია.

როგორც იცით, ნეიმარი მექალთანეობით გამორჩეული ვინმეა და ბოლო 6 წელიწადში როგორც ფშაველები იტყვან, მრავალი ქალი შააყინტრავა. ნატალია ბარულიჩი კი ერთადერთია რომლის ცოლად მოყვანის სურვილიც ოფიციალურად დაადასტურა და მისგან ასეთი განცხადება მართლაც რომ გასაკვირია.

0.158494