ფეხბურთი

17:04 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მომწონს კიელინი, ცხოველი, რომელიც მუდმივად მზადაა მოგინადიროს"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მთავარი სეზონის ბოლოს ტიტულის მოგებაა და ზამთრის ჩემპიონობა ან მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს. მან სხვა თემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

„მე თავს ლიდერად ვგრძნობ და თანაგუნდელები მომყვებიან. 10 წლის წინ სხვა სიტუაცია და სხვა „მილანი“ იყო, ახლა კი ახალგაზრდული გუნდი გვყავს. არ ვფიქრობ, რომ შედეგები ჩემი დამსახურებაა. ჩვენ ვიბრძვით პირველი ადგილისთვის, მაგრამ მე არ მაინტერესებს ზამთრის ჩემპიონობა, ეს არაფერს ნიშნავს, მთავარი სეზონის ბოლოს ჩემპიონობაა. მეორე ადგილი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დამარცხებულთა შორის პირველი ხარ.

მე მომწონს მცველებთან ღია დაპირისპირება. ძალიან მომწონს კიელინი, ცხოველი, რომელიც ყოველთვის მზადაა მოგინადიროს. კალულუ დებიუტის დროს მოედანზე ხელთათმანებით შედიოდა და მე ამის უფლება არ მივეცი. რას ჰგავს ეს? როდესაც მცველი დებიუტში მოედანზე ხელთათმანებით შედის, ეს მეტოქეებში შიშს ნამდვილად არ იწვევს.

არ ვიცი რა ხდებოდა "მილანში" ბოლო 7 წლის განმავლობაში, მაგრამ როგორც ჩანს მენეჯმენტში ყვლაფერი რიგზე არ იყო და ეს მოედანზეც ისახებოდა. პატივისცემის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტა" თამაშობს და "მილანი" არა, აქ ამის შესაცვლელად ჩამოვედი, "მილანი" ჩემი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევაა. დონარუმა? ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, მაგრამ მას ამას არასდროს ვეუბნები. ნორმალური არ არის, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია.

ჩემი მომავალი? კარიერას იქამდე არ დავასრულებ, სანამ თამაში შემიძლია. გუნდთან 6 თვე კიდევ მაქვს კონტრაქტი და ამ საკითხზე ვისაუბრებთ. არ მინდა ჩემი თავი ან გუნდი ჩიხში მოვაქციო. როდესაც აქ მოვედი 6-თვიანი კონტრაქტი გავაფორმე და შემდეგ ერთი წლით გავახანგრძლივე. მინდა კლუბთან ურთიერთობა ღია იყოს და თავისუფალი არჩევანი მქონდეს“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111809