სხვა

12:58 | 15.01.2021 | ნანახია 619 - ჯერ

ტოჩინოშინი შოდაის ვერ გაუმკლავდა და საქმე გაირთულა (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოზე წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს ლევან გორგაძე. ტოჩინოშინი წლის პირველ სუპერტურნირზე ოძეკთან ორთაბრძოლაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ქართველი სუმოისტი შოდაის ვერ გაუმკლავდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ჩვენებურმა ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა. მათი ურთიერთშეხვედრების მოგება წაგების ბალანსი კი შოდაის სასარგებლოდ 11-7-ზეა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩის იანვრის ბაშოზე 4 მარცხის წილ მხოლოდ 2 მოგება აქვს და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს, დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 უნდა მოიგოს.

ლევანის მომდევნო მეტოქე კვლავ ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელიც მიმდინარე ტურნირზე ძალიან ცუდ ფორმაშია (1:5) და იმედია ქართველი მის დამარცხებას მოახერხებს. რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს - 24 წლის იაპონელს სოლიდური უპირატესობა აქვს - 8 მოგება და მხოლოდ 3 მარცხი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:50 | 15.01.2021
Tifoz Di MALDINI (18767)

ძალიან უჭირს ფეხის დატვირთვა. დიდ უპირატესობას აძლევს მეტოქეებს. გვჯერა შენი ლევან, არ დანებდე, ცალი ფეხითაც მეტი შეგიძლია!

14:01 | 15.01.2021
თენგაბი (950)

ვისთანაც წააგო ყველასთან ერთიდაიგივე შეცდომა მოსდის-მეტოქეებს ორივე ხელით უშვებს წელში. ტანმორჩილ მეტოქეებს ზემოდან გადმოვლებითაც სწევს დოჰიოდან და გაყავს წრის გარეთ. აი, დიდებთან წელში შეშვება წაგების ტოლფასია. იქნებ ერთი ხელი მაინც დაუტოვოს გარეთ,ტოლ-სწორი ჭიდაობა რომ გამოუვიდეს.

0.112685