ფეხბურთი

0:00 | 15.01.2021 | ნანახია NaN - ჯერ

კევინ სტროტმანი სერია A-ში დაბრუნდა

ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელი კევინ სტროტმანი იტალიაში დაბრუნდა და კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს. გენუურმა გუნდმა 30 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

სტროტმანი 2018 წლიდან მარსელის „ოლიმპიკში“ თამაშობდა და 78 მატჩში 3 გოლთან ერთად 9 საგოლე პასი შეასრულა.

ნიდერლანდელი ფეხბურთელისთვის სერია A ნაცნობი ჩემპიონატია, რადგან წლების განმავლობაში „რომას“ ღირსებას იცავდა. „ჯალოროსის“ მაისურით სტროტმანმა 131 თამაშში 13 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06371