ფეხბურთი

23:19 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "ჩემპიონთა ლიგის პრობლემა მოსაწყენი ჯგუფური ეტაპია"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატის ცვლილების მომხრეა. როგორც გერმანელმა განაცხადა, მთავარი პრობლემა ჯგუფური ეტაპია, რომელიც მოსაწყენია.

„ჩემპიონთა ლიგის მთავარი პრობლემა ჯგუფური ეტაპია, რადგან ეს ცოტა მოსაწყენია. ვიცი, რომ უეფა მუშაობს ამ ეტაპის უფრო საინტერესო გეგმაზე. დარწმუნებული ვარ, ხალხს ძალიან მოეწონება ეს ცვლილება.

გასულ სეზონში პლეი-ოფი, მეოთხედფინალიდან დაწყებული ერთმატჩიანი დაპირისპირებები საინტერესო იყო. აშშ-ს სუპერბოული კარგი მაგალითია, მე ეს ვარიანტი მომწონს“, - განაცხადა რუმენიგემ.

0.116952