ფეხბურთი

21:44 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" დიეგო კოშტას შემცვლელი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ფრანგული „ლიონის“ თავდამსხმელი მუსა დემბელე დაიმატა. ტრანსფერი „როხიბლანკოს“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

დემბელე „ატლეტიკოში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და ის დიეგო სიმეონემ გუნდიდან წასული დიეგო კოშტას შემცვლელად დაიმატა.

24 წლის ფეხბურთელს აქამდე „ფულჰემსა“ და „სელტიკში“ უთამაშია, ხოლო „ლიონში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 108 მატჩში 45 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119916