„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკება დაიწყო. საქმე კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
კრიშტიანუს „იუვესთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მხარეების სავარაუდოდ მას 1 წლით განაახლებენ და თან, პორტუგალიელის ხელფასი შემცირდება. ამაზე რონალდუ თანახმაა.
კრიშტიანუს 40 წლამდე ევროპაში მაღალ დონეზე თამაში სურს და ამიტომაც, მზადაა ხელფასი შეიმციროს, რადგან მისი ასტრონომიული გასამარჯელოს გადახდა ევროპაში პრაქტიკულად არცერთ გუნდს აღარ უღირს. გამონაკლისი მხოლოდ „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ ჟერმენია“, მაგრამ მისი ასაკიც გასათვალისწინებელია. თანაც, რონალდუს „სიტიში“ გადასვლა გამორიცხულია, რადგან ის „იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელია და ძნელი წარმოსადგენია ეს ნაბიჯი გადადგას.
არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ახალი კონტრაქტის შანსს ზრდის - რონალდუ და მისი ოჯახი ტურინში თავს კარგად გრძნობს და უახლოეს ხანში გარემოს შეცვლა არ სურთ. შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ 2018 წელს შეუერთდა და 107 თამაშში თავი 84-ჯერ გამოიჩინა.