ფეხბურთი

20:26 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ გოლი ზაგრების "დინამოს" გაუტანა (+VIDEO)

ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ზაგრების "დინამოსთან" გამართა.

უნგრელებმა 1:2 წააგეს, მაგრამ მე-13 წუთზე ანგარიში ზივზივაძემ გახსნა. ქართველმა თავდამსხმელმა კარგად ითამაშა, მაგრამ რიკოშეტიც დაეხმარა მეტოქის კარის აღებაში. ბუდუმ შეკრებაზე უკვე მეორე გოლი გაიტანა და წინა შეხვედრაში კიდევ ერთ ხორვატულ გუნდს, "ორიენტს" გაუტანა.

რაც შეეხება უნგრეთის ჩემპიონატს, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 14 მატჩში 4 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10144