თამაშგარე

13:32 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ფეხბურთელი ცოლის მოყვანას გაურბის

კიევის “დინამოში“ ჩაუქად მობურთალი უკრაინელი ფეხბურთელი არტიომ მილევსკი (რომელიც უკრიანული ფეხბურთის იმედად ითვლება) ცოლის მოყვანას პრინციპულად არ აპირებს და თუ რატომ არის ესოდენ გაჯიქებული ქორწინებასთან დაკავშირებით, არტიომმა სოციალურ ქსელში საუბრისას გულახდილად აღიარა.

როგორც მილევსკი ამბობს, იგი ძალიან უფრთხის ღალატს და ცოლ-ქმრის ღალატის შემთხვევებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავს და არანაირი გარანტია არა აქვს, რომ ერთ მშვენიერ, მაგრამ მოწყენილს დღეს “რქებდადგმული“ შტერი ქმრის ამპლუაში არ აღმოჩნდება...

მილევსკიმ იქვე გაიხსენა ერთი შემთხვეა, როდესაც მისი კიეველი თანაგუნდელი (ვისი სახელიც არაფრით დაასახელა) ვარჯიშიდან სახლში ადრე დაბრუნდა და იქ მეოჯახე დიასახლისის პოზაში მყოფი ცოლის ნაცვლად, მისი ცოლი საყვარელგან სულ სხვა პოზაში მოკოტრიალე დაუხვდა და ეს ამბავი შემდეგ მის კარიერაზე ძალიან მძიმედ აისახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124693