ფეხბურთი

14:51 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ მანჯუკიჩის აგენტს ელაპარაკება

რამდენიმე იტალიური პორტალ-გამოცემა, ისეთები, როგორებიცაა Sky Sport Italia, Sportitalia და Tuttomercatoweb, წერენ, რომ გუშინ, 13 იანვარს, „მილანის“ ხელმძღვანელობა ტურინის „იუვენტუსის“ ექს-ფორვარდის, 34 წლის მარიო მანჯუკიჩის წარმომადგენლებს დაელაპარაკა.

მოლაპარაკება დადებით ჭრილში წარმართულა. ახლა მხარეები ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის წვრილმანებს აგვარებენ. თავად ხორვატი შემტევი მზადაა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გზას გაჰყვეს - რომელიც შარშან „როსონერის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა - და სტეფანო პიოლის ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილება გაუზიაროს.

„იუვენტუსისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტია, მას შემდეგ, რაც შარშან ზაფხულში ყატარულ „ალ დუჰაილთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

0.121594