ფეხბურთი

10:28 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიბერტადორესის თასზე ბრაზილიური ფინალი შედგება (+VIDEO)

ლიბერტადორესის თასზე ბრაზილიური ფინალი გაიმართება. „პალმეირასს“ „სანტოსი“ შეუერთდა, რომელმაც ნახევარფინალში „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა. ამ გუნდების პირველი მატჩი ბუენოს აირესში უგოლოდ დასრულდა, ხოლო სან პაულუში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს.

„სანტოსი“ მე-16 წუთზე დიეგო პიტუსამ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში სოტელდომ და ლუკას ბრაგამ კიდევ ორი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში „პალმეირასმა“ „რივერ პლეიტი“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა. ფინალური მატჩი კი 31 იანვარს გაიმართება.

„სანტოსი“ – „ბოკა ხუნიორსი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 პიტუსა (16), 2:0 სოტელდო (49), 3:0 ბრაგა (51)

0.130547