ფეხბურთი

3:00 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენის გმირობით "ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის ფინალშია

კატალონიის „ბარსელონას“ ესპანეთის სუპერთასის პირველი ფინალისტია. მალაგაში გამართულ ნახევარფინალში რონალდ კუმანის გუნდმა სან სებასტიანის „სოსიედადი“ დაძაბულ ბრძოლაში, კერძოდ პენალტების სერიაში დაამარცხა.

კუმანის გუნდი 39-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა თავური დარტყმით დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში მიკელ ოიარზაბალმა პენალტით გაათანაბრა. ამის შემდეგ „სოსიედადს“ კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შესანიშნავი იყო. საბოლოოდ გამარჯვებული არც 90 წუთში გამოვლენილა და არც დამატებით დროში.

შედეგად, პენალტების სერია დაინიშნა, რომლის გმირი გერმანელი მეკარე იყო. ტერ შტეგენმა ორი პენალტი მოიგერია, ერთიც ბასკებმა ძელს გაარტყეს. თავის მხრივ, ვერც კატალონელები იყვნენ დამაჯერებლები, მაგალითად ფრენკი დე იონგმა და ანტუან გრიზმანმა (გოლისა და საგოლე პასის ავტორებმა) პენალტები ვერ გაიტანეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ „სოსიედადმა“ საწყისი სამი პენალტიდან ვერცერთი გამოიყენა. სხვათა შორის, 1998 წლის შემდეგ ეს იყო "ბარსელონასთვის" პირველი პენალტების სერია...

საბოლოოდ, „ბარსა“ ფინალში უსმან დემბელეს, მირალემ პიანიჩისა და რიკი პუჩის ზუსტი პენალტებით გავიდა. „ბლაუგრანას“ მეტოქე ფინალში 14 იანვარს, „რეალისა“ და „ბილბაოს“ შეხვედრაში გაირკვევა.

„სოსიედადი“ – „ბარსელონა“ 1:1 პენ: 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 დე იონგი (39), 1:1 ოიარზაბალი (51, პენ)

0.119348