ჩოგბურთი

21:22 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მელბურნში ითამაშებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიაში, მელბურნში გასამართ Great Ocean Road Open-ზე მიიღებს მონაწილეობას. კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობის და კარანტინის ვადების გათვალისწინებით, აღნიშნული ტურნირი მელბურნ პარკში პირველად გაიმართება და ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებელ შეჯიბრებად ითვლება.

Great Ocean Road Open-ზე ბასილაშვილი მეექვსე ნომრადაა განთესილი. ნიკოლოზმა ანტალიის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან ალექს დე მინორთან ორ სეტში დამარცხდა. მელბურნში გასამართი ტურნირის პირველი ნომერი დავიდ გოფინი იქნება, ხოლო მეორე - კარენ ხაჩანოვი. ტურნირის გამარჯვებული 250 ქულას მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 130 ქულას.

0.115769