ძიუდო

15:30 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს დოჰას მასტერსის ბოლო დღეს ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვთ (+VIDEO)

დოჰას მასტერსის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველი ძიუდოისტები 3 მედლის მოპოვებას ეცდებიან. ტურნირის ფინალშ ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებენ, ლაშა ბექაური კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა პირველი შეხვედრა შვედ მარკუს ნინამთან ჩაატარა და მისი დამარცხება მოახერხა. მერვედფინალში კი იაპონელ საიჩირო მუკაის შეხვდა და ასევე იმარჯვა. მეოთხედფინალში ბექა გერმანელ ედუარდ ტრიპელიც დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მიჰაელ გზანკს აჯობა. ქართველი ძიუდოისტი უმაღლესი კატეგორიის სინჯის მედლისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელ ნოელ ვანტ ენდს შეხვდება.

ასევე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაური ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მან ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს და სერბ ნემანია მაჯდოვს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში იპონით სძლია და შემდეგ რუს მიხაილ იგოლნიკოვთან დამარცხდა, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო და ბოლო ბრძოლას თურქ მიჰაელ გზანკთან ჩაატარებს, რომელსაც ნახევარფინალში ბექა ღვინიავილმა მოუგო.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება. ქართველმა მეორე წრის შეხვედრა რუს ნიაზ ბილალოვს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი შეხვდა და მისი ბარიერიც დასძლია. ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალტჩიკს აჯობა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ვარლამი აზერბაიჯანელ ზელიმ კოტსოევს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე დოჰას მასტერსზე მოპოვებული 2 მედალია. პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს, მეორე დღეს კი ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

0.143348