კალათბურთი

16:14 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა - "ალ შამალმა" აუტსაიდერს მოუგო

ყატარის ჩემპიონატში მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალი“ „ალ რაინს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ერთქულიანი სხვაობით 75:74 დაამარცხა.

ანიშნულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 39 წუთი გაატარა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 პასი დააკლდა. 33 წლის მძიმე ფორვარდმა 18 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ალ შამალი“ 11 ტურის შემდგომ 8 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 14 იანვარს ჩემპიონატის ლიდერ „ალ გარაფასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119579