სხვა

13:07 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ენდო დაამარცხა და მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა. წლის პირველი სუპერტურნირის მე-4 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ბრძოლის დაწყებისთანავე იაპონელმა სუმოისტმა უპირატესობა მოიპოვა და ტოჩი დოჰიოს კუთხესთან მიიმწყვდია, თუმცა ჩვენებურმა მოგერიება მოახერხა და საბოლოოდ მეტოქე დოჰიოდან თავად გადაიყვანა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-15 დაპირისირება იყო, საიდანაც 9 ლევანის გამარჯვებით - 6 კი მარცხით დასრულდა.

გორგაძეს იანვრის ბაშოზე 2 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი დაუგროვდა და იმისათვის, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს, დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6-ის მოგება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი ოძეკი ასანოიამა იქნება, რომელთანაც 6 ორთაბრძოლიდან უარყოფითი ბალანსი - 2 მოგება და 4 მარცხი აქვს.

0.108747